11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 10:49:43, 3753 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ჩვენს ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 32 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით მათი სტაბილიზირება ვერ მოხერხდა.

„ჩვენს ცენტრში რჩება 32 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა. ჩვენ დაგვემატა ერთი ახალი მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შემოსვლისას იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. მათგან 2 არის კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა დანარჩენი 2-ის სტაბილიზაცია არის და კიდევ რამდენიმე დღე დავაკვირდებით, რის შემდეგაც ვიტყვით თუ რა არის პროგნოზული გამოსავალი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics