17:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-08 11:07:46, 4155 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - ჩვენი დასაცავია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

თუ არა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, თუ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ერად დარჩება, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს- თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში.

"1918 წლის 8 თებერვალი არის ის დღე, როცა დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსება კი არ იყო, ეს იყო ამავე დროს დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა იწყება 2 რამით - ავტოკეფალიის გამოცხადებით და უნივერსიტეტის დაარსებით. უნივერსიტეტის დაარსებაო მოჰყვება წლების მანძილზე წერა-კითხვის საზოგადოების მუშაობას იმისთვის, რომ ქართული, ეროვნული სწავლება დაბრუნებულიყო საქართველოში და ეს მუშაობა, ეს განუწყვეტელი მუშაობა იმ მთელი ინტელიგენციის, არის ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების საფუძველი. ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვისაც გვჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არ აქვს სხვა ალტერნატივა, თუ არა რომ იყოს გაძლიერებული, რომ იყოს ევროპული და ჩვენ, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც იდგა ამ უნივერსიტეტის დაარსების სათავეში, ჩვენ ყველას გვჯერა, რომ თუ არა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, თუ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ერად დარჩება, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს - სახელმწიფოს სჭირდება ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამისი ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი" - თქვა, სალომე ზურაბიშვილმა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics