13:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-12 10:43:04, 33357 ნახვა

Lifestyle
MTV წყვეტს თავისი არხების მაუწყებლობას დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

ამერიკული კომპანია Paramount წყვეტს თავისი MTV არხების მაუწყებლობას დიდ ბრიტანეთსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში. 2025 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ხუთი არხი შეწყვეტს მაუწყებლობას: TV Music, MTV 80s, MTV 90s, Club MTV და MTV Live. BBC News-ის ცნობით, მხოლოდ ფლაგმანი MTV HD დარჩება.

Broadband TV News-ის ცნობით, 2025 წლის ბოლოსთვის MTV-ის თემატური არხები ასევე შეწყვეტენ მაუწყებლობას სხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, ბელგიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და პოლონეთში.

როგორც BBC News აღნიშნავს, ეს ნაბიჯი ასახავს მაყურებლის ჩვევების ცვლილებას - მუსიკალურ ვიდეოებს ახლა ძირითადად YouTube-სა და სოციალურ მედიაში უყურებენ და არა ტელევიზიით.

MTV-მ აშშ-ში მაუწყებლობა 1981 წელს, ხოლო ევროპაში 1987 წელს დაიწყო. MTV UK-მა მაუწყებლობა 1997 წელს დაიწყო.

MTV Russia-მ მაუწყებლობა 1998 წელს დაიწყო მან მაუწყებლობა 2022 წელს შეწყვიტა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics