02:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-09 12:29:46, 1191 ნახვა

მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული

დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „აგენტსტვოს“ მიერ ჩატარებული რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება უნგრეთში რუსული გავლენების საგანგაშო მასშტაბებს ააშკარავებს. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოს პერსონალის თითქმის ნახევარი, სავარაუდოდ, პირდაპირაა დაკავშირებული კრემლის სპეცსამსახურებთან.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ოფიციალურად დასაქმებული 47 თანამშრომლიდან 15-ის კავშირი რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დადასტურებულია, ხოლო კიდევ ექვს თანამშრომელზე დასაბუთებული ეჭვი არსებობს.


საინტერესოა, რომ რუსული სპეცსამსახურების კონცენტრაცია უნგრეთში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ბრიუსელში - ქალაქში, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების ცენტრია. ეს გარემოება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვისთვის უნგრეთი სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.


გამოძიებაში დეტალურადაა აღწერილი კონკრეტული დიპლომატების ბიოგრაფიული შტრიხები. მაგალითად, საელჩოს პირველი მრჩეველი ვიაჩესლავ შმიდტი წარსულში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შტაბში მოღვაწეობდა. კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, მრჩეველი ალექსეი შაპოშნიკოვი, „როსსოტრუდნიჩესტვოში“ მუშაობის გარდა, ნაცნობების სატელეფონო წიგნაკებში პირდაპირაა მონიშნული, როგორც „ლიოშა ФСБ-დან“. მსგავსი საეჭვო კავშირები იკვეთება სავაჭრო წარმომადგენელ სერგეი ლელიუკთან, პირველ მდივან მაქსიმ ზნამენსკისთან და სხვადასხვა რანგის ატაშეებთან.


გარდა ამისა, საელჩოში მოქმედებს სამხედრო ოფიცრების ჯგუფი, მათ შორის ატაშე ალექსეი ზარუდნევი და მისი მოადგილე ვადიმ იურჩენკო. ზოგიერთი თანამშრომელი, თუმცა სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირს არ აჩვენებს, ისეთ ორგანიზაციებში მუშაობდა ან იმ მისამართებზეა რეგისტრირებული, რომლებიც ტრადიციულად რუსული აგენტურის ბაზად მიიჩნევა.


ბოლო 16 წლის განმავლობაში ვიქტორ ორბანისა და მისი მმართველი გუნდის ძალაუფლება პირველად დადგა რეალური საფრთხის წინაშე. ოპოზიციური ფლანგიდან მათ მთავარ გამოწვევას ევროპარლამენტარი და პარტია „პატივისცემისა და თავისუფლების“ ლიდერი პიტერ მადიარი უქმნის. კრემლის გააქტიურება ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების მართვისა და სასურველი შედეგის უზრუნველყოფის მცდელობაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics