14:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 15:51:23, 2461 ნახვა

კულტურა
11 და 12 მაისს, ლუკ ბაიოს და დომინიკ გრუნბულის პერფორმანსი „არაფრის გარეშე“

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 11 და 12 მაისს, "კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა" წამორგიდგენთ ლუკ ბაიოს და დომინიკ გრუნბულის პერფორმანსს "არაფრის გარეშე".

თამაშის მიმართ გულწრფელი ტკბობითა და თვითირონიით აღჭურვილი ორი ხმა, ჯერ საკუთარ კონცეფციას წარადგენს და შემდეგ მათი სხეულებიც შემოგვიერთდება. ლუკ ბაიო და დომინიკ გრუნბუელი, თითქოს არაფრისგან, ქმნიან შთამბეჭდავ და მეგალომანიურ შოუს, რომელიც სხეულებს აგიზანზარებთ - თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან წარუმატებლობისთვისაც.

ის თემები, რომელსაც ეს ორი მოცეკვავე ამ კომპაქტურ და შეთავსებულ პერფორმანსში ეხებიან, მათი ბიოგრაფიებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარეობს თანამედროვე ცეკვაში: წარმატების რეცეპტები, შიშველი კანი როგორც საპროექციო სივრცე ყველანაირი ფორმისათვის და ჭა - ეს თეატრის ის ნაცადი ელემენტებია რომლებიც ქორეოგრაფიულად არის გაერთიანებული და რომელიც შემოქმედებითი დარგების საზღვრებს და არტისტული ექსპრესიის ფორმებს სცდება.

 

თარიღი: 11, 12 მაისი

დრო: 20:00

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

19, შოთა რუსთაველის გამზირი

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics