13:11 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 10:43:17, 795 ნახვა

სამართალი
ყალბი ფულის შეძენისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  1981 წელს დაბადებული რუსლან გ. და 1986 წელს დაბადებული ელვინ კ. ყალბი ფულის და ფასიანი ქაღალდის დამზადების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსლან გ-ს პირადი ჩხრეკისას აშშ-ს 50 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა, ხოლო ელვინ კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას  აშშ-ს 45 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღნიშნული კუპიურების გასაღებას საქართველოსა და უკრაინაში აპირებდნენ.

შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 95 ცალი ასდოლარიანი კუპიურა არ შეესაბამება აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ, ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს და დამზადებულია კუსტარულად - ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.

გამოძიება  ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics