16:56 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 19:25:37, 976 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერევანი მოსკოვთან კავშირებს ინარჩუნებს.

„მალე რუსეთში წავალ. ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა ერევანში მოქალაქეებთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

ფაშინიანმა დასძინა, რომ რუსეთი სომხეთისთვის მეგობრულ ქვეყნად რჩება.

23 მარტს ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგი და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics