13:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:34:57, 610 ნახვა

სამხედრო
კადეტები ქედის რაიონის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა ქედის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდებს ლიცეუმის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
უწყების ინფორმაციით,  მოსწავლეებს პრეზენტაცია I სასწავლო კურსის კადეტებმა წარუდგინეს და პირადად გააცნეს  ლიცეუმში ცხოვრებისა და სწავლების პირობები, ასევე ესაუბრნენ იმ გარემოებზე, რითაც გამორჩეულია ლიცეუმი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან. 
„კადეტებმა სკოლის მოსწავლეებს აუხსნეს, რომ ეს არის სახლი სახლიდან მოშორებით, სამხედრო წყობით, დისციპლინური სწავლებით, გუნდური მუშაობითა და ლიდერის თვისებით განვითარებით,“ - განაცხადა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ.
როგორც ლიცეუმის მსმენელებმა მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის მიმართ და ბევრმა მათგანმა ლიცეუმში სწავლის სურვილი გამოთქვა. განსაკუთრებული დაინტერესება კი გოგონების მხრიდან იყო.   
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილი აქვს მარტისა და აპრილის თვეებში ხონის, ონის, ამბროლაურის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ახალციხის, ბორჯომისა და თელავის სკოლის მოსწავლეებთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics