13:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 17:42:51, 653 ნახვა

საზოგადოება
ჯაბა სამუშია: "პანორამა თბილისი" უალტერნატივოა

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას მტკიცებით, "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით, ინტენსიური და გამჭვირვალე მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამუშო შეხვედრები განხორციელდა ხელოვნებათმცოდნეებთან, არქიტექტორებთან და შეხვედრა, ასევე, მედიის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.

სამუშიას შეფასებით, თბილისში მილიარდ ნახევრიანი ინვესტიციის განხორცილება მნიშვნელოვანია, რადგან ის რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებას გამოიწვევს.

"აღნიშნულ პროექტს მოჰყვება რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება და ის ემსახურება იმას, რომ ქალაქმა დიდი მოგება მიიღოს. მთავარი ის არის, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.  არ მესმის ჩვენი კოლეგების არგუმენტები-ყველა საუბრობს, რომ თითქოს პროექტი დასრულებულია. დღეს არის სამუშაო პროცესი",-აღნიშნა სამუშიამ.

მისივე განმარტებით,  წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ  არც ერთ პროექტზე  მუშაობა ისე გამჭვირვალედ არ მიმდინარეობდა, როგორც "პანორამა თბილისზე".

"მინდა,  მივმართო საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მონაწილეები იყვნენ. არ მინახავს პროექტების განხილვის მსგავსი გამჭვირვალე პროცესი. ისე განხორციელდა იგივე გმირთა მოედანზე, ასევე, რიყის რეკონსტრუქციის პროექტები, რომ არც ერთი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე განხილვის პროცესში არ ჩართულან",-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დეპუტატის აზრით,  "პანორამა თბილისის" პროექტი უნდა განხორციელდეს, რადგან ის უალტერნატივოა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics