22:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 17:52:02, 3106 ნახვა

კულტურა
საქართველოში თამარ გვერდწითელის თაოსნობით საქველმოქმედო ფონდი დაფუძვნდება

ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ ქველმოქმედება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მისივე თქმით, სწორედ ამ ფონდით იგი შეძლებისდაგვარად დაეხმარება ყველა იმ ადამიანს ვისაც გვერდში დგომა ესაჭიროება.

გაზაფხულზე გვერდწითელი კვლავ ეწვევა თბილისს და ფონდის პრეზენტაციასთან ერთად აპირებს კონცერტის გამართვას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელშიც მონაწილეობას გვერდწითელის გარდა ცნობილი მუსიკოსებიც მიიღებენ.

მომღერლის აზრით მუსიკას და ხელოვნებას ძალუძს გაუწოდოს დახმარების ხელი ყველა გაჭირვებულ ადამიანს და შეუმსუბუქოს მდგომარეობა.

ფონდის პრეზენტაცია გაზაფხულზე შედგება. როგორც დამფუძნებელი აცხადებს, ფონდის ძირითადი შემოსავალი კონცერტებიდან შემოსული თანხა იქნება. ამასთან, შემოწირულობის განხორციელება ნებისმიერ მსურველსაც შეეძლება.

თამარ გვერდწითელი საქართველოში წლის დასაწყისში ჩამოვიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მომღერალი 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე პატრიარქმა მიიღო, დალოცა და წარმატებები უსურვა შემოქმედებით ცხოვრებაში და მომავალ საქმიანობაში.

18 იანვარს კი საქართველოს სახალხო არტისტის თამარ გვერდწითელის დაბადების დღეა. იგი თარიღის აღნიშვნას თბილისში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად აპირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics