11:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 09:27:36, 661 ნახვა

ეკონომიკა
"თელასის" სატარიფო განაცხადის განხილვა სემეკში დღეს გაიმართება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა დღეს გაიმართება.

შეხვედრას დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2015წლის 31ივლისის №41/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – კომისიის სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება განპირობებულია იმით, რომ კომისიაში სს „თელასმა“ შემოიტანა სატარიფო განაცხადი და სატარიფო მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება და ახალი მაჩვენებლების დადგენა“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics