14:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 19:49:16, 5457 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს მინისტერიალს დაესწრება

 24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

ალიანსის შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, სადაც მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ.

მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics