04:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 12:07:14, 749 ნახვა

ეკონომიკა
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!

ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლის სეზონის ფინალს 5 ივლისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა. 

სეზონის მთავარ ფინალად დაანონსებულ, სუპერლიგის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ პროგრეს ბანკი და პსპ წარსდგნენ. ჩემპიონატში მონაწილეობის ხუთი წლის თავზე „ფარმაცევტების“ პირველი ფინალი, მათივე გაჩემპიონებით დასრულდა!

სეზონის დასკვნითი საღამო გულშემატკივართა სრული ანშლაგის ფონზე წარიმართა. „პროგრეს ბანკი“ და „პსპ“ მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვედნენ ერთმანეთს. პირველ წრეში გამართული დაპირისპირება საკმაოდ უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 5-5 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხევდრას, „პსპ“-მ იოლად მოახერხა „ვარსკვლავების“ ძლევა დიდი ანგარიშით 7-4. 

5 ივლისს დარბაზში შეკრებილამ 1000-ზე მეტმა გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იხილა.  ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და საბოლოოდ პსპ-ს გამარჯვებით დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics