01:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 12:01:27, 595 ნახვა

ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ „სეტ ტოპ ბოქსებზე“ 0%-იანი განვადებაა

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ მომხმარებელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას 0%-იანი განვადებით სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, ერთ კვირაში საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. ამიტომ მომხმარებელი უნდა მოემზადოს, რათა 17 ივნისიდან ყველა სატელევიზიო არხის ნახვა ჩვეულ რეჟიმში შეძლოს. „სეტ ტოპ ბოქსების“ გარდა, „ტექნო ბუმში“ ამ დროისთვის ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით და განვადებით მსოფლიო ბრენდების ტელევიზორებია წარმოდგენილი, რომლებსაც აღნიშნული ფუნქცია აქვს. შესაბამისად, მათი შეძენისას, მომხმარებელს დამატებით ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობის ყიდვა აღარ მოუწევს.

 „სეტ ტოპ ბოქსები“ „ტექნო ბუმის“ ყველა მაღაზიაშია. ჩვენი კონსულტანტები ადგილზე გაგაცნობენ და კონსულტაციას გაგიწევენ, რა უნდა იცოდეთ და როგორ გამოიყენოთ აღნიშნული მოწყობილობა.   მოემზადეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად და შეიძინეთ ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა 58 ლარად 0%-იანი განვადებით მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში“, -აცხადებენ „ტექნო ბუმში“.

 „სეტ ტოპ ბოქსი“ „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში იყიდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics