23:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 16:57:40, 585 ნახვა

ეკონომიკა
„m²“ - ში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე საუბრობენ

დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზრით მოსახლეობის დაინტერესება გაიზარდა.

როგორც ბურდილაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ლარის გაუფასურების გამო გაყიდვები დროებით შემცირებული იყო, თუმცა დასტაბილურების შემდეგ ინტერესმა კვლავ იმატა.

„ლარის გაუფასურებამ გარკვეული შეფერხებები, შენელება გამოიწვია გაყიდვებში. დაახლოებით იგივე ტემპით შენელდა გაყიდვები, რა ტემპითაც ლარი დოლართან მიმართებაში დაეცა, ანუ 30%-ზე არის საუბარი. ზაფხულში ორი ახალი პროექტის გაშვებას ვაპირებთ, ვამუშავებთ ე.წ. Waiting list-ს იმ ხალხისთვის, რომლებიც სიაში არიან ჩაწერილები და ეს გვაჩვენებს, რომ ინტერესი ძალიან დიდია. ბოლო ხანებში ლარის კურსის დასტაბილურებამ გამოიწვია ის, რომ ინტერესი გაიზარდა. გაყიდვების ოფისებში გაიზარდა ვიზიტების, ზარების რაოდენობაც. გაყიდვების შენელებაზე გავლენას ახდენდა არა ლარის კურსის დაცემა, არამედ ის, რომ კურსი არასტაბილური იყო და ერთ ნიშნულზე არ იყო გაჩერებული“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ. მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის რყევას საცხოვრებელ ბინებზე ფასის კორექტირება არ გამოუწვევია. „ფასების დაკორექტირება არ მომხდარა არც ზრდის და არც შემცირების მიმართულებით, ფასები იგივე დონეზეა. ამ კუთხით სერიოზულ ცვლილებას არ ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ უძრავ ქონებაზე წელს მოთხოვნა იგივე იქნება ან ოდნავ გაიზრდება, მომავალ წელს კი ზრდას ვვარაუდობთ“, - აღნიშნა ბურდილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics