00:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 10:40:57, 429 ნახვა

სამართალი
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პიროვნებას ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1971 წელს დაბადებულ, თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რ-ში, მე-15 კორპუსის N142 ბინაში მცხოვრებ თამაზ ჯუმბერის ძე გუდაძეს. იგი 2015 წლის 4 მაისს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ თამაზ გუდაძის სამძებრო მოქმედებებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი. ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული შეტყობინებები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარესათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თამაზ გუდაძის აღწერილობაა: 175 სმ სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით.

ტანთ ეცვა: ცისფერი „კაპიშონიანი“ ქურთუკი, შავი შარვალი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი.

თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული თამაზ გუდაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577-53-94-60; 032 241-31-32;593-244-243





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics