|
2015-05-23 10:54:50, 653 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნეს-ინკუბატორის“ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტებში სამრეწველო ლაბორატორიები მოეწყობა
25 მაისს თბილისის მერიაში პროექტის „ბიზნეს-ინკუბატორის“ ფარგლებში თბილისის მერიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება. „ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. FabLab-ის მიზანია - დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში მოეწყობა FabLab-ები - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ინოვაციური, სამრეწველო ლაბორატორია. აღნიშნული პროექტის განხორციელება თბილისს რეგიონში ერთ-ერთ პირველ ქალაქად აქცევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგში. პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება FabLab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს: • ტურისტული პროდუქტების წარმოება (თბილისის სიმბოლიკა და სხვა); • ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება; • კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება; • მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერისკომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება; • თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება; • ახალი მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება; • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება; • სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის მაკეტების და მოდელების შექმნა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის აქტიური ფაზა - გარემონტდება საოფისე ფართები, შეძენილი იქნება სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები. ორივე FabLab-ის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)