13:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 13:23:03, 663 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი შეიარაღებულ ძალებს დაარსების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი შეიარაღებულ ძალებს დაარსების დღეს ულოცავს.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას, მეთაურებს, თითოეულ ჯარისკაცს.

ქართველმა ხალხმა იცის თქვენი შეუპოვრობის, თავგანწირვის, სიმტკიცის ფასი. თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს  სახელმწიფოებრივ ინტერესებს აქ, ჩვენს ქვეყანაში თუ უცხო მიწაზე.

გისურვებთ, ღირსეულად იდგეთ საქართველოს სამსახურში და თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პროცესში.

გისურვებთ წარმატებებს!“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics