09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 17:24:08, 551 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ხვალ სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა მე-XI ჯგუფის 8 მსმენელს სერტიფიკატებს გადასცემენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე/თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - მამუკა ახვლედიანი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-XI ჯგუფის 8 მსმენელმა წარმატებით დაასრულა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა 10 თვიანი სასწავლო პროგრამა. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მათი სრული სასწავლო კურსის ვადა განისაზღვრა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებმა 10 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარეს, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ასევე სავალდებულო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში,  სასემინარო მუშაობა და წარმატებით ჩააბარეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის დამამთავრებელი გამოცდა. მათი მონაცემები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შეტანილია მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics