20:53 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 15:30:40, 1115 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ავიაშოუ „FlyFest Georgia” გაიმართება

ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან 25 ივნისს, 16:30 საათზე, ავია შოუ „FlyFest Georgia“ გაიმართება.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team” ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან შოუს აჭარა წელს პირველად მასპინძლობს.

მათივე  ინფორმაციით, 6 საჰაერო ხომალდი მაყურებელს 30 წუთიან სანახაობრივ შოუს შესთავაზებს. ბათუმამდე ერთი დღით ადრე კი ავია შოუ თბილისში ჩატარდება.

წელს, ბათუმი გამორჩეულია კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით.

ქალაქი  ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას უმასინძლებს,  რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი  და შემოდგომაზე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF.

აგვისტოსა და სექტემბერში კი ბლექსი არენა,  აეროსმიტის გრანდიოზული კონცერტის შემდეგ გორან ბრეგოვიჩისა და ელტონ ჯონის კონცერტებს უმასპინძლებს.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics