17:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:12:57, 2111 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი რეგიონი
პრეზიდენტი: დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ნაბიჯებს დგამს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა უნდა შეიქმნას.

"თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ. ამ წარმატების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე,  როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადაიდგას შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდანასაცილებლად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ახალი გამყოფი ხაზების და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზეც ისაუბრა.  

"ამავე დროს, არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე ,ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ", - განაცხადა მან.

გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი, აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა. იმედი მაქვს დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა და ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება. დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ქართველები, აფხაზები, ოსები შევძლებთ ვიპოვოთ ეს გამაერთიანებელი, როდესაც დევნილები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics