20:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 17:59:02, 519 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა პროგრამა „მოხალისე“ განაახლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე“ განაახლა.

პროგრამა იუსტიციის სახლთან ერთად ქვეყნის მასშტაბით 13 ქალაქში განხორციელდება და მასში მონაწილეობას 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მიიღებენ. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებაა.

პროგრამა ახალგაზრდებს  საშუალებას მისცემს გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, გარკვეული დროით,  იუსტიციის სახლის მოხალისე თანამშრომლები გახდნენ და  იუსტიციის სახლის თანამშრომლებს საჭიროების მიხედვით მოქალაქეების მიღებაში დაეხმარონ.

მომავალი მოხალისეებისთვის დღეიდან ინტენსიური ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი კი ინგლისურ ენაზე ჩატარდა, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ამერიკელი მოხალისე სარა იანგი უძღვებოდა. ახალგაზრდებმა ინგლისურ ენაზე მოქალაქეებთან   კომუნიკაციის იმიტირებული შემთხვევები გაითამაშეს და ამერიკელი მოხალისესგან რჩევებიც მიიღეს.

პროგრამა „მოხალისე“ დედაქალაქის გარდა 12 ქალაქში განახლდება. ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ მოხალისეები უფრო მომზადებულნი ჩაერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში. 

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ–ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, მოხალისეობრივი კულტურის წახალისება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics