02:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 16:06:26, 1089 ნახვა

რეგიონი
გორის რაიონის სოფლებში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მოქმედ პროგრამებს გაეცნენ

გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამების მენეჯერებთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამების -„აგროდაზღვევა“ და „დანერგე მომავალი“ - მენეჯერებმა გორის რაიონის სოფლების, ტყვიავისა და ვარიანის მცხოვრებ ფერმერებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამებით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ და ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს.

„აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია  5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს. თითოეული დამზღვევი 70% - იან თანადაფინანსებას მიიღებს  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს. 

ცნობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს დამატებით ბიძგს აძლევს  წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში,  ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics