03:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 17:16:14, 749 ნახვა

რეგიონი
აჭარაში მცხოვრებ დევნილებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ

აჭარაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ და სხვა ტიპის ოჯახებს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში 130 მოქალაქისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროცედურები უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.

„აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 136 საკადასტრო ერთეული უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე ინიციატივა წარედგინა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკვე საკუთრებაში გადმოეცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო იურიდიული პროცედურები, რის მიხედვითაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 130 ოჯახისთვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე, ბრძანების პროექტი წარედგინება. ეს ოჯახები 2006 წლიდან სხვადასხვა ობიექტებში საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების გარეშე ცხოვრობენ. ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებული და სხვა ტიპის ოჯახები მეჯინისწყალის ტერიტორიაზე, ბათუმში ხახულის ქუჩაზე ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში, ლეონიძის ქუჩაზე ყოფილი მექანიკური ქარხნის შენობაში, მელიქიშვილის ქუჩაზე ყოფილ საბავშვო ბაღში, ჩაქვის ყოფილ სკოლაში, ქობულეთში ყოფილ მე-7 სკოლაში, ქობულეთის სასაზღვრო ბაღში, ქობულეთის ყოფილი სანიტარული ეპიდემიის სადგურის შენობაში ცხოვრობენ“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics