|
2016-12-14 13:42:02, 714 ნახვა
სამხედრო
გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ კადეტებს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის კადეტებს შეხვდა. შეხვედრისას ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო კავკასიის გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. ამერიკელი კადეტები საქართველოში 2016-2017 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სასწავლო პროგრამის განმავლობაში კადეტებმა სხვადასხვა შეხვედრა-დისკუსია გამართეს. აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის სასწავლო პროგრამა ოთხ წელს მოიცავს და აერთიანებს აკადემიურ ცოდნას, სამხედრო წვრთნასა და ფიზიკურ გამძლეობას, რათა კურსდამთავრებული საჰაერო ძალების საუკეთესო ოფიცერი გახდეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)