23:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 16:11:31, 606 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად რეგიონში მიმდინარე რთული პროცესებისა, საქართველო მდგრადი მაკროეკონომიკური და გააზრებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს. 

როგორც მან „ქორთიარდ მერიოტში“ დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია, ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფა, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის წახალისება. 

„ჩვენ ველით, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვნად წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ხოლო ქართულ ბიზნესს ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს მისცემს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics