02:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 18:03:58, 1012 ნახვა

მსოფლიო
პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 32-ჯერ დაარღვიეს

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასული 24 საათის განმავლობაში  32-ჯერ დაარღვიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პრორუს სეპარატისტებს იმ იარაღით შეუტიეს, რომელიც მინსკის შეთანხმების მიხედვით, შეხების ზონიდან გაყვანილი უნდა იყოს.

ამასთან, უკრაინული მხარის მტკიცებით, საბრძოლო დაპირისპირების შედეგად 7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

ცნობისთვის, მინსკის მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედებები პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვლის 12 საათიდან ცეცხლი შეწყდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics