00:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 13:18:25, 976 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი ჯეჯელავას: თქვენი მხრიდან ასეთ სტილში ქართული ზღაპრების რევიზია უხერხული იყო

პარლამენტში მიმიდნარე სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განათლების მინისტრობის კანდიდატ ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი შეფასება ქართულ ზღაპრებსა და კერძოდ "კომბლესთან” დაკავშირებით უხერხულია.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, განათლების მხრივ საქართველოში უმძიმესი ვითარებაა, რაც პარტიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაშიც ჩანს.

"მე არ ვიცი რა არის ნეგატიური ქართულ ზღაპრებში და უხერხული იყო თქვენი მხრიდან ქართული ზღაპრების რევიზია ასეთ სტილში. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ახალ თაობას ვუნერგავდეთ ჩვენი ქართული ზღაპრების სიყვარულს და ჩვენი, თუნდაც ისტორიული პერსონაჟების სიყვარულს, ჩვენ სამწუხაროდ გამოვდივართ და ამ ყველაფერს ვაკნინებთ, რაც ძალიან ცუდია.

მაინტერესებს, რას გეგმავთ განათლების სისტემაში, ვინაიდან პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. ეროვნული ღირებულებები იქნება თუ არა შენარჩუნებული განათლების ქართულ სისტემაში, რა იქნება თქვენი პრიორიტეტი? დღეს არის უმძიმესი ვითარება, ახალი თაობა ვეღარ არკვევს ვინ იყო ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, სკოლის მოსწავლეებს არ სჯერათ, რომ არსებობდა ცოტნე დადიანი. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ამან კატასტროფული შედეგები გვაჩვენა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა შოთა რუსთაველს საქართველოს მეფედ თვლის.

მთავარი მიმართულება უნდა იყოს არა დაცინვა და გაქილიკება, ჩვენი ეროვნული ფასეულობების, არამედ მათი წარმოჩენა", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics