20:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 12:16:38, 1639 ნახვა

სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: 1 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსიქტროპული ნივთიერებები ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გასული 1 წლის განმავლობაში სამართალდამცავებმა უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

როგორც მღებრიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღნიშნა,  უკანონო ბრუნვიდან ასევე ამოღებულია 1482 ცეცხლსასროლი იარაღი.

„ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კგ კოკაინი, 181 კილოგრამი ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები და სხვადასხვა დასახელების სხვადასხვა ნარკოტიკი“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტს დაამტკიცებს.

მღებრიშვილმა დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება პრიორიტეტად რჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics