|
2015-03-21 15:57:42, 702 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „გილოცავთ მესაზღვრის პროფესიულ დღეს! ვულოცავ ამ დღეს საქართველოს სასაზღვრო ძალებს, თითოეულ მესაზღვრეს! თქვენ ურთულეს პროფესიას ემსახურებით და ძალიან საპატიო მისია გაკისრიათ. თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. სამშობლოს გუშაგობას განსაკუთრებული ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდება. სწორედ თქვენნაირი პატრიოტების იმედი აქვს ჩვენს ქვეყანას. ვიცით, თავს არ ზოგავთ იმისათვის, რომ საიმედოდ იყოს დაცული საქართველოს ყოველი მხარე, ყველა კარიბჭე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, გისურვებთ პირველ რიგში მშვიდობას, წარმატებებს და საქართველოს გაძლიერებას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)