17:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 15:14:11, 473 ნახვა

სამართალი
სტამბოლში საქართველოს კონსულს გოგონას ცემაში ადანაშაულებენ

საქართველოს გენერალურ კონსულს თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილს გოგონას ცემაში ადანაშაულებენ.
თურქული გაზეთის „ჰიურიეთის“ ცნობით, ასაშვილმა მოლდოველ პარტნიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შეწდეგადაც გოგონას სახეზე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას  საქართველოს გენერალურმა კონსულმა თურქეთის რესპუბლიკაში   ირაკლი ასაშვილმა აღნიშნა, გაზეთში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„გაზეთში გავრცელებული ინფორმაცია  სიმართლეს არ შეესაბამება. ის ქალბატონი , რომელიც ნახსენებია სტატიაში  ნამდვილად ჩემი მეგობარია,  ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს,  დღემდე ვართ კარგი მეგობრები  და დღემდე ვართ ერთად.  ის თავადვე აღშფოთებულია ამ ფაქტით.  რაც შეეხება გაზეთს ჩვენ ერთობლივად  მოვახდენთ რეაგირებას  ამ სტატიასთან დაკავშირებით.  რედაქციას მივწერთ  და მოვთხოვთ ახსნა განმარტებას“,-განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics