23:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 16:14:55, 952 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: აშკარაა იმ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რომლებსაც ფარული ჩანაწერებისკენ მიდრეკილება აქვთ

აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ირკვევა, რომ მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორცილებინათ ფარული ჩანაწერები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აიდო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, შემაშფოთებელია საუბრის შინაარსი, სადც პირდაპირ ჩანს ქრთამის შეთავაზება კონკრეტული პირისთვის -  თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს და იტყვის, რომ ეს განპირობებული იყო თითქოსდა შანტაჯით.

„კიდევ ერთი სამარცხვინო ჩანაწერი მოვისმინეთ მამუკა ახვლედიანთან, რომელიც გვარამიას მიერვე იქნა გაკეთებული და ამას თავადაც აღიარებს. ვფიქრობ, რომ ამაში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესედნენ. ზოგადად, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ირკვევა, რომ მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორცილებინათ ფარული ჩანაწერები. ამას დღესაც არ ეშვებიან, წარსულში არიან ჩარჩენილი და ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ საქმიანობას“, -აღნიშნა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics