|
2015-03-15 17:34:10, 685 ნახვა
საზოგადოება
ნიუ–ჯერსიში დაღუპული ბესო გორჯოლაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს
ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ცერემონიალზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად და მაღალი რანგის ოფიცრები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კასპის რაიონში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერებიც ჩავიდნენ. დაკრძალვას დაესწრნენ ასევე, აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძღვანელობით, დაღუპული კურსანტების ქართველი და ამერიკელი მეგობრები. რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე სამთავისის ტაძრიდან გამოასვენეს და კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო. სამხედრო ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)