18:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:27:14, 829 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი კონსტანცას პორტის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში რუმინეთის  ქალაქ  კონსტანცას პორტის ადმინისტრაციის უფროსს ვალერიუ იონესკუს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოში რუმინეთის საელჩოს დრობით საქმეთა რწმუნებული დუმიტრუ ვასილე.

მათივე ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კონსტანცას პორტსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე; ასევე განიხილეს ჩინეთი-კასპიის ზღვა-ევროპის სატრანსპორტო კორიდორის დიდი პოტენციალის მნიშვნელობა, როგორც ევროპის მთავარი კარიბჭე აზიასთან ვაჭრობისათვის.

საუბარი შეეხო კონსტანცას პორტთან 2011 წლის 24 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის პროტოკოლზე დაყრდნობით ბათუმის პორტთან ვაჭრობის გაგრძელებასა და გაძლიერებასაც.

ვალერიუ იონესკუ ქ. ბათუმში მესამე საერთაშორისო კონფერენციის „არგუსის კასპიისა და შავი ზღვის სანტრანსპორტო დერეფანი 2016" - ის ფარგლებში იმყოფება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics