03:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 11:30:32, 468 ნახვა

საზოგადოება
ნიუ ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტებს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ჩამოასვენებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ორ ქართველ კურსანტს საქართველოში სავარაუდოდ, ოთხშაბათს ჩამოასვენებენ.

საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

 ქართველი კურსანტების, სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძის და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძის ნიუ-ჯერსის შტატიდან სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს. 

ცნობისთვის, ქართველი ახალგაზრდები    დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდნენ და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდნენ.  რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics