14:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 16:17:24, 1013 ნახვა

რეგიონი
ბათუმში მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფო შენდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გაეცნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის მოწყობა და პირველი-მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას სულ რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა საფუძველი და ხედავთ რა აქტიური ტემპებით მიმდინარეობს აქ სამშენებლო პროცესი. უკვე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და პირველი-მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას რეგიონისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. გარდა იმისა, რომ პროექტით ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, საავადმყოფოს მშენებლობა ნამდვილად ისტორიული პროექტია აჭარისთვის. იცით რომ რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.მოსახლეობა ათეული წლებია ითხოვს ამ საავამდყოფოს მშენებლობას და მოხარული ვარ რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო", - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.

ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება.

ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა. ტერიტორიის ფართობი 22 107 მ2-ია.

მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება.

მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics