2016-07-23 12:02:58, 823 ნახვა
სხვადასხვა
მეცნიერების აზრით, ალკოჰოლი კიბოს იწვევს
ალკოჰოლი კიბოს გამომწვევი მიზეზია, - ამის შესახებ ჟურნალი Addiction ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, კვლევის მიხედვით, იმ დაავადებებს, რომლებსაც ალკოჰოლის მიღება იწვევს, მიეკუთვნება ასევე პირ-ხახის, ხორხის, საყლაპავის, ღვიძლის, ნაწლავის, სწორ-ნაწლავის და ძუძუს კიბოც.
მეცნიერების აზრით, 2012 წელს მსოფლიოში გარდაცვლილთა 5,8% კიბოთი დაღუპულებმა შეადგინა.
კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი რისკები ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, მეცნიერების თქმით, ალკოჰოლის ზომიერი და იშვიათი მიღებაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან