2016-07-11 16:02:20, 982 ნახვა
სხვადასხვა
ათწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში "კალაშნიკოვის" იმპორტი განახლდა
კონცერნი "კალაშნიკოვი" ქართულ ბაზარზე ბრუნდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღების შემოტანა საქართველომ 2006 წელს შეწყვიტა.
"2016 წელს კონცერნმა "კალაშნიკოვი" წარმატებით განაახლა სამოქალაქო იარაღის შეტანა საქართველოში, სადაც ჩვენი იარაღი, 2006 წლის შემდეგ აღარ იყიდებოდა", - აღნიშნავს სააგენტო "კალაშნიკოვის" წარმომადგენელზე დაყრდნობით.
სააგენტოსვე ინფორმაციით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, კომპანია მკვეთრად გაზრდის სამოქალაქო იარაღის შემოტანის მაჩვენებელს საქართველოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან