2015-03-04 11:13:55, 507 ნახვა
სამართალი
ბორჯომში სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული წიფლის სამასალე მერქანი გამოავლინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. სადგერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდში გამოვლენილი იქნა პირველადი გადამუშავების სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სააგენტოდან აცნობეს, უკანონო სახერხი საამქრო და ხე-ტყე დაილუქა.
ამ დოისთვის გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან