11:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 17:45:36, 1358 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს არც ვაფერხებ და არც ვაჩქარებ

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას არც აფერხებს და არც აჩქარებს, - ამის შესახებ მერკელმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრის დასრუელბის შემდეგ განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ დიდ ბრიტანეთთან არაფორმალური მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა გამორიცხა. მერკელის თქმით, პროცესის დასაწყებად საჭიროა, რომ  ლონდონმა ბრიუსელს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად აცნობოს.

“მე რეალობის შესაბამისად ვმოქმედებ, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანელების უმეტესობამ გადაწყვიტა ევროკავშირის დატოვება. ველი, რომ გარკვეულ დროს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 50-ე მუხლის შესახებ შეატყობინებს. მჯერა, ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან განაცხადის გაკეთება ქრონოლოგიური წესით უნდა მოხდეს. მე არც ვაფერხებ და არც ვაჩქარება პროცესს. 50-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პროცესს”, - განაცხადა მერკელმა.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ “ბრექსითი” როგორც ევროკავშირის 27 ქვეყნის, ისე დიდი ბრიტანეთის ეკონომიკებს დააზარალებს. მერკელის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკავშირში დარჩენილმა 27-მა სახელმწიფომ ერთიანობა შეინარჩუნოს.

28 ივნისს ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics