12:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 13:39:35, 1253 ნახვა

მსოფლიო
რეფერენდუმი ბრიტანეთში - მოსახლეობა დღეს გადაწყვეტს დარჩება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში

დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს. როგორც The Independent წერს, უბნები ზუსტად შუაღამეს დაიხურება და დაიწყება ხმების დათვლა. 

დღეს დაახლოებით 47 მილიონი ადამიანი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში. 

ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 51% კავშირში დარჩენის მომხრეა. 

ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა და პოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა ხმა უკვე მისცეს. საარჩევნო უბანი დატოვა შოტლანდიის პრემიერ მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმაც. 

რეფერენდუმის ჩატარების იდეის ავტორი დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრია. დევიდ კამერონი ბრიტანელ ხალხს დაჰპირდა, რომ ხელახალი არჩევის შემთხვევაში, ის ამ რეფერენდუმს ჩაატარებდა. აღსანიშნავია, რომ კამერონი დიდი ბრიტანეთის ევროკავირში დარჩენის მომხრეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics