2016-05-24 15:13:08, 1044 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: ასეთი ცინიზმითა და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, „ასეთი ცინიზმითა და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.“
„ასეთი ცინიზმითა და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ ვიტყვი. ე.წ. საზღვარს აკონტროლებს შსს -ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის ტერიტორიაზე, ასე რომ საფრთხეები მოსალოდენლი არ არის“, -განაცხადა მღებრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან