02:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 12:18:09, 1161 ნახვა

მსოფლიო
კენია ქვეყნის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკების დახურვას გეგმავს

კენია ქვეყნის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკების დახურვას გეგმავს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, კენიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ლტოლვილთა ბანაკები ქვეყანას ეკონომიკურად აზარალებს და ართულებს კრიმინოგენულ ვითარებას.

კენიის ხელისუფლების გადაწყვეტილება შეეხება მსოფლიოში უმსხვილეს ლტოლვილთა თავშესაფარს -  დადააბის ბანაკსაც, სადაც 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დადააბის ბანაკი სომალის საზღვართან მდებარეობს.

როგორც მედია საშუალება წერს, თუ კენიაში არსებული ყველა ლტოლვილთა ბანაკი დაიხურება, საცხოვრებლის გარეშე 600 ათასი ადამიანი დარჩება.

France Press-ის ინფორმაციით, კენიის ხელისუფლებამ ასევე ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტი გააუქმა.

როგორც კენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კარანჯა კიბიჩომ განაცხადა, კენიაში ლტოლვილთა ბანაკები უკვე 25 წელია არსებობს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბანაკში "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული დაჯგუფების “ალ-შაბააბის” წევრების რეკრუტირება ხდება.

ცნობისთვის, 2013 წელს კენიამ სომალისა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს კომისიასთან ლტოლვილთა ნებაყოფლობითი რეპატრიაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა კენიის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, რეპატრიაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.

დადააბის ბანაკში ძირითადად სომალელი ლტოლვილები ცხოვრობენ. კენიაში მდებარე კიდევ ერთ ბანაკს კაკუმას 190 ათასი ადამიანი (ძირითადად სამხრეთ სუდანიდან) აფარებს თავს.

კენიაში ლტოლვილთა ბანაკების დახურვის წინააღმდეგ გამოვიდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, კერძოდ Human Rights Watch და Amnesty International. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics