15:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 17:02:05, 801 ნახვა

რეგიონი
რეგიონული სასწრაფო დახმარების ტექნიკური აღჭურვა დასრულდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვა დასრულდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ეტაპზე, სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს გადაეცა. პერსონალს მათი მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩაუტარდა. სწავლების პროცესს პირადად დაესწრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა.

დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდა.

ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდა, რომლის საშუალებით ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის სამუშაო და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალა ელექტრონულად აღირიცხება.

ცნობისთვის, რეგიონული სსდ ცენტრების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. სამედიცინო აპარატურით რეგიონული სასწრაფოს 206 ეკიპაჟი აღიჭურვა. კომპიუტერული ტექნიკა კი 65 რაიონულ ფილიალში განაწილდა. ინვენტარის გადაცემის შედეგად, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხი გაუმჯობესდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics