12:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 18:56:18, 721 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონი შრომის ბაზრის ერთიან სისტემაში ჩაერთვება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩანადირი, აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თინეიშვილი და დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე დაესწრებიან.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები სახელმწიფოს წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ერთობლივად დაძლევაზე, თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე იზრუნებენ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემასა (LMIS) და  საერთაშორისო ქსელში ჩართვას, Worknet.Ge-სა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზას შორის კავშირსა და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.

ოთხმხრივი მემორანდუმი აჭარის დასაქმების სააგენტოს საშუალებას მისცემს, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კომპლექსური მომსახურება  შესთავაზოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სტატისტიკის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია  და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობაში ჩაერთოს.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის პოლიტიკაში ინტეგრაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics