2026-02-26 16:38:05, 1093 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ჩხარტიშვილს Facebook პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ლეიბორისტული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს, Facebook პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო ივანიშვილის სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
საქმე ეხება ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქეების შესახებ. სტატიის სათაური იყო მოსამართლის სიტყვები "აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?". ჩხრტიშვილმა კი კომენტარებში დაწერა "აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბიჭვრების გასვენებაში?" ამ კომენტარის გამო ჩხარტიშვილს მოსამართლე დავით მაკარაძის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,