17:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 12:21:56, 625 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ჰელსინკის კომისიის სხდომაზე - ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას

ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მოსმენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მომხსენებლები ლორა თორნტონი და ჯო უილსონი არიან.

მისი თქმით, მიზანი სწორედ ხელის შეშლაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის.

„დადებით მიზნებს რომ არ ემსახურება ეს თავისთავად ფაქტია. ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში. ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე ვფიქრობ, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics