21:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 17:24:23, 596 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით: თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და  მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ.  

„მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, შეიკრიბნენ და ამის განხორციელებაც დაიწყეს, უბრალოდ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე და შეაჩერეს ეს მძიმე ფაქტი - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც აღსრულებაში ჰქონდათ უკვე მოყვანილი.

ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადებები, მაშინაც კი, როდესაც კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული და პირდაპირ საუბრობდნენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, ვთხოვდით, არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. არაერთხელ გამიკეთებია მეც განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვთხოვდით, რომ ნუ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი და ნუ ჩაიდენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. არ დაემორჩილნენ, მათ თავიანთი გზა ჰქონდათ, დავალება ჰქონდათ მიღებული, დაიწყეს ამ დავალების შესრულება და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონის ფარგლებში“, -  განაცხადა კახა კალაძემ.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics