2015-02-18 13:01:00, 1006 ნახვა
მსოფლიო
სეპარატისტებმა დებალცევოში 25 ტანკი შეიყვანეს
სეპარატისტებმა იერიშებში სარეზერვო ძალები ჩართეს და 25 ტანკი უკვე დებალცევოს ცენტრში აღმოსავლეთიდან შეიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დებალცევოში სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარს შორის შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება
ასევე ცნობილია, რომ პრორუსმა მებრძოლებმა რკინიგზა და რამოდენიმე შემოვლითი გზა ააფეთქეს.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესსამსახურის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ისინი დებალცევოს აღებას შტურმით ცდილობდნენ, რასაც 5 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 200-მდე სამხედრო მათ ტყვედ აიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან