|
2025-11-28 11:22:56, 1264 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინარე აქციების ჭრილში. კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი მთავრობაზე და ქვეყანაზე ზეწოლისთვის გამოიყენება. „მოვისმინეთ, ოფიციალური განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უშუალოდ პრემიერმა, პარლამენტარებმა, მეც ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ მთავრობაზე, ქვეყანაზე ზეწოლისთვის. ამის მთავარი მიზეზებია, რომ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს - არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი იმ სპეკულაციებისა და სიბინძურისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, მთავარი არის ქართველი ხალხი, რომლის ინტერესებიდან გამომდინარეც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. შეიძლება, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და პოლიტიკა, ჩვენც იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით, რაშიც 2008 წელს აღმოვჩნდით. პირველ რიგში, სამშობლოა. სამშობლოს მნიშვნელობა უნდა გაითავისოთ. ჩვენ იმიტომ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. მშვიდობას მოაქვს განვითარება და წინსვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)